სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 სკოლის მოსწავლეები - ლაშა ჭუბაბრია და კახი პოპიაშვილი საერთაშორისო გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობდნენ
17-03-2023
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტებსა და ღონისძიებებში განსაკუთრებული მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, კლუბ „კამბისენეს“ აქტივისტები, მე-9ბ კლასის მოსწავლეები - ლაშა ჭუბაბრია და კახი პოპიაშვილი კლუბის ხელმძღვანელ, გეოგრაფიის მასწავლებელ მაია ლაპიაშვილისა და ინგლისური ენის პედაგოგ ეკა სეფიაშვილის ფასილიტაციით, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონკურსში - ENO Weather Week ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა შეაგროვეს და გაზიარებულ ფაილში წარადგინეს ამინდის ყოველდღიური მაჩვენებლები - ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე და ძალა, ღრუბლიანობა, ნალექიანობა და სხვა. 

კვირეულის დასასრულს, მათ ინფოგრაფიკა და ვიდეოპრეზენტაცია წარადგინეს, სადაც დაკვირვების შედეგად მიღბული ინფორმაცია გააანალიზეს.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„აღმოჩნდა, რომ დედოფლისწყაროში რვა მონაწილე ქვეყნის თხუთმეტ ქალაქს შორის დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის ორგანიზებისთვის და საერთაშორისო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის ლაშას და კახის გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება