| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N133 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. ასევე ეკოკლუბელები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობენ.
ამჯერად, „მწვანე თაობის“ კლუბის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება სკოლაში“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. თითოეული საკითხი დააკავშირეს მდგრადი განვითარების მიზნებს, იმსჯელეს პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.
სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვინც კონფერენციის წარმატებით წარმართვაში მონაწილეობდა.
„მადლობა რესურსისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. ასევე კლუბის ყოჩაღ პედაგოგებს - თამარ ელისაშვილს და ხათუნა დოლიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი