სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლიტერატურა განათლებისა და აღზრდის იარაღია“- დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნი განიხილეს 
10-03-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მე-6, მე-7 და მე- 8 კლასებში წიგნის განხილვა მოეწყო.

მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეებმა შეიძინეს და წაიკითხეს დევიდ ბედიელის თანამედროვე საბავშვო წიგნი - „საოცნებო მშობლები“.

წიგნში ზუსტად ის პრობლემებია აღწერილი, რომლებიც ბარი ბენეტის თანატოლებს აქვთ, რაც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ახალგაზრდებმა, გულდასმით შეასრულეს მითითებული დავალება და თემასთან დაკავშირებით გახსნილად და გულწრფელად ისაუბრეს.

მოსწავლეებმა, მოირგეს მთავარი გმირის როლიც და ძალიან საინტერესო დასკვნები გააკეთეს. ბოლოს, თავიანთი ემოციები თითო წინადადებით სტიკერებზე დაწერეს და დაფაზე გააკრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი დარწმუნდნენ, რომ წიგნი ავითარებს აზროვნებას, არის ანტისტრესული, ამდიდრებს ლექსიკას, მატებს თავდაჯერებულობას და მეტად შემოქმედებითს ხდის ადამიანს და ა.შ.

„წიგნი განათლებისა და აღზრდის იარაღია... ჩვენ მოგიწოდებთ, იკითხეთ წიგნები და ისიამოვნეთ! დიდი მადლობა თითოეულ მონაწილე მოსწავლეს და მათ მშობლებს, რომ არ დაიშურეს და შეუძინეს წიგნები... მოსწავლეებო, თქვენ ხართ ჩვენი საიმედო ცვლა. ჩვენს განათლების სისტემას წიგნიერი თაობები გადაარჩენს მხოლოდ! წარმატებები..!“, - აღნიშნავს პედაგოგი ნანი შამანაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება