სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოსწავლე კლასისგან განცალკევებულია - რჩევები პედაგოგებისთვის 
09-05-2023
-
+


სკოლაში ყველა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ ის კლასის წევრია. ამავდროულად, არიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება სოციალური წრის მიღმა აღმოჩნდნენ. ამ დროს, სკოლა მათთვის კომფორტის ზონა ნამდვილად აღარ არის.

მათ შეიძლება ჯგუფური დავალებებისთვის მეწყვილის პოვნა გაუჭირდეთ, მთელი დღის განმავლობაში არავინ გამოელაპარაკოს და განვითარების გზაზე მნიშვნელოვნად დაბრკოლდნენ. ისინი შესვენებისა თუ გასართობი აქტივობების დროს თავს მარტოსულად, განცალკევებულად გრძნობენ.

გარდა ამისა, სოციალური კავშირების ნაკლებობა მოსწავლეებს ბულინგის საშიშიროების წინაშე აყენებს.

ასეთი მოსწავლეების დახმარება ისევ მასწავლებლებს შეუძლიათ. ამისთვის კი სხვადასხვა გზა არსეობს, რასაც ერთ-ერთი ფსიქოლოგი გვთავაზობს.  

ვითარებას გაეცანით

სანამ განცალკევებით მყოფ მოსწავლეს დაეხმარებით, აუცილებელია, იცოდეთ რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ამისთვის კი კლასსა და თავად მოსწვალეს უნდა დააკვირდეთ. მასწავლებლის მხრიდან ყველაზე გონივრული პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იქნებოდა. დააკვირდით მოსწავლეს, როგორ იქცევა სხვადასხვა ვითარებაში, მაგალითად, გაკვეთილზე, შესვენებაზე. ასევე, სასურველია, თუ მის სხვა პედაგოგებსაც გაესაურებით. დაკვირვების შედეგად, შეიძლება აღმოაჩინოთ, თუ რატომ არ აქვს მოსწავლეს კლასთან კონტაქტი. ამის გამოწვევი ფაქტორი შესაძლოა ბულინგის სხვადასხვა ფორმა იყოს. 

ბულინგის წინააღმდეგ მაშინვე იმოქმედეთ

თუ აღმოაჩენთ, რომ კლასიდან განცალკევება დაკავშირებულია ბულინგისთან და არა სოციალური უნარების ნაკლებობასთან, მაშვინვე შესაბამის ზომებს მიმართეთ. ჩაატარეთ გავკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებში სხვების მიმართ თანაგრძნობასა და პატივისცემას აღძრავს. გარდა ამისა, მიაწოდეთ ინფორმაცია, როგორ გაუმკლავდნენ ბულინგს.

განცალკევებულ მოსწავლეს რჩევები მიეცით

დაიწყეთ მოსწავლის სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მას ფრთხილად დაელაპარაკეთ და წინ ნელი ნაბიჯებით წაიწიეთ. მოუყვანეთ კონკრეტული მაგალითები და მათი გადაჭრის სხვადასხვა გზა. ამან შესაძლოა მოსწავლე წაახალისოს და კლასთან ურთიერთობის დამყარებას ეცადოს. 

აუცილებლად ჩართეთ აქტივობებში

განცალკევებული მოსწავლე კლასის სრულფასოვან წევრად უნდა იქცეს, ამისთვის კი დანარჩენებთან აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი ისეთი აქტივობები შესთავაზეთ, რაც ნამდვილად დააინტერესებს და კომფორტის ზონიდან გამოსვლას აიძულებს. კარგი იქნება, თუ ისეთ დავალებებს მისცემთ, რასაც კლასის გარეთ, დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად, გააკეთებს.

განსატვირთი გაკვეთილი ჩაატარეთ

ერთი საგაკვეთილო საათი მოსწავლეებთან საუბარს, თითოეული მათგანის ინტერესის გაგებას დაუთმეთ. სთხოვეთ, რომ ყველამ თქვას, მუსიკის რომელი ჟანრი მოსწონს, რა ჰობი აქვს, რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას და სხვა. ეს მოსწავლეებს ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარება. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება