| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უცხო ენების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ, რაც ბავშვების მოტივაციის ამაღლებას და უცხო ენებით მეტად დაინტერესებას ემსახურება.
შთამბეჭდავია მე-7ბ კლასში (დამრიგებელი თ.ივანეიშვილი მასწ: ნინო ჯავახაძე) ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ ვინ და როდის დააარსა „დედის დღე“ აშშ-ში. ასევე აღნიშნეს, ბრიტანული „დედის კვირა- Mothering Sunday“, რომლის აღნიშვნასაც ინგლისში XVI საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.
„ამ დღეს, გოგონები რომლებიც მუშაობდნენ, სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ და დედასთან ერთად ატარებდნენ. უფროს შვილს, ოჯახში მიჰქონდა დედის პატივსაცემად მომზადებული ნამცხვარი - Mothering Cake, რომელსაც მთელი ოჯახი სპეციალურად დედისთვის მიძღვნილ სადილზე ინაწილებდა. ქალბატონები, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ დღის დაარსებაში არიან: ანა ჯავრისი და ჯულია უორდი.
დროთა განმავლობაში შვილები დედებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. თეთრი მიხაკი კი ამ დღის სიმბოლოდ და სამკერდე ნიშნად იქცა“,- გვიზიარებენ დედის დღის შესახებ საინტერესო ფაქტებს სკოლაში.
გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ერთად იმღერეს მეგან თრეინერის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით - Mom.
„დედა - ყველაზე ძვირფასი, სათუთი, ძლიერი და მშვიდობისმყოფელი არსებაა მთელს სამყაროში. გილოცავთ, დედებო, დედის დღეს! Happy Mother's Day!“,- ასეთია ნიჭეირ მოსწავლეთა გზავნილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა