სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის 9 წარჩინებული კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა
27-02-2023
-
+


ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ადმინისტრაციამ 2020-21 სასწავლო წლის 9 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი მედლები გადასცა და წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა. 

2021 წელს, საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი წარჩინებით დაამთავრეს შედეგმა კურსდამთავრებულებმა:

  • ანანო ხინიკაძემ;
  • გიორგი თხილაიშვილმა;
  • მარიამ ხარაზმა;
  • ეთუკა ვასაძემ;
  • ქრისტინა მეტრეველმა;
  • კესო კვესეიშვილმა;
  • მარიამ ცენტერაძემ;
  • ანა ჯინჭარაძემ;
  • ნაზი ბასილიძემ.
მედალოსნებს ასევე გადაეცათ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მართლმადიდებლური ცენტრში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. მათ პედაგოგებს კი გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თანადგომის გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდათ ამ წარმატებების მიღწევა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაჯილდოებულებს და ვუსურვებთ, რომ სამომავლოდ ბევრი ჯილდო დაემსახურებინოთ. გვეამაყებით გიმნაზიელებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება