TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტი „მოძღვრის საათი“ ხორციელდება
15-02-2023
-
+


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის ლოცვა-კურთხევით ტარდება „მოძღვრის საათი“, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში შემეცნებითი საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.

6 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა.

პროექტს ორგანიზებას უწევს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი.

შეხვედრას უძღვებოდა სოფელ ზედაეწერის წმინდა გიორგის  სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პავლე გოგოხია. ღონისძიებას კი ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი მამია ივარდავა, დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე ლაშა თორდია. პედაგოგები და მოსწავლე -ახალგაზრდები.

ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდული ცენტრის საგანმანათლებლო სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო და თანამშრომლობით-საორგნიზაციო საკითხებზე ისაუბრა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.

მუშაობის მიზანია:
ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება;
ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება;
გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, სახალხო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით.

ღონისძიებები მიძღვნილი იქნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლისთავს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებთან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება