სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თვითდისციპლინა სკოლებში - როგორ უნდა განუვითარონ პედაგოგებმა მოსწავლეებს საჭირო უნარები
10-02-2023
-
+


თვითდისციპლინა ბავშვებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად  სჭირდებათ. ეს არის პროცესი, რომლის დახვეწასაც დიდი დრო უნდა. თვითდისციპლინა მოსწავლეებს ეხმარება მაშინაც კი, როდესაც სწავლის ნაკლები მოტივაცია აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა მათ აღნიშნული უნარის განვითარებაში ხელი შეუწყონ. 
etaloni.ge გთავაზობთ, რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც მოსწავლეებში თვითდისციპლინის გამომუშავებაში დაგეხმარებათ:  

იყავით სამართლიანი

იყავით ისეთი ადამიანი, როგორიც ახალგაზრდებს მოეწონებათ და ენდობიან - მტკიცე, სამართლიანი, მეგობრული, თავაზიანი და თავდაჯერებული.

აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ მათზე ზრუნავთ

კლასში მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრეთ რა არის მისაღები ქცევა. ინტერესი გამოავლინეთ მოსწავლეების ნათქვამის მიმართ. პატივი ეცით და არ უგულებელყოთ მათი მოსაზრებები.

მოექეცით მოსწავლეებს ისეთი პატივისცემით, როგორსაც მათგან მოელით - შეინარჩუნე ნდობა

კლასში მნიშვნელოვანია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემა სუფევდეს. როდესაც ისინი ხედავენ, რომ მასწავლებელი პატივისცემით არის განწყობილი, თავადაც მსგავსად განეწყობიან.

დაიწყეთ გაკვეთილი დროულად და პროფესიონალურად

როდესაც მოსწავლეები ხედავენ, რომ გაკვეთილზე არ აგვიანებთ, თავადაც ცდილობენ აღნიშნულ დროს არ გადააცილონ გაკვეთილზე დასწრება.

გახადეთ საგაკვეთილო პროცესი თანმიმდევრული, სახალისო და საინტერესო

საგაკვეთილო პროცესი ეტაპობრივად განავითარეთ, კონკრეტული მიმართულების ჩვენებით, ნელ-ნელა მიაღწევთ შედეგს. არ გამოიყენოთ სასკოლო დავალება სასჯელად, მიეცით სწორი მიმართულებები რთული დავალების შესასრულებლად.
 ბავშვები ჯერ სწავლობენ როგორ დაწერონ ერთი აბზაცი, შემდგომ სამნიშნა რიცხვების გამრავლებას. ამ მარტივი დავალებების შესრულება ბოლოს ეხმარებათ ბევრად რთულ ამოცანას გაართვან თავი. 

შეაქეთ მათი კარგი პასუხები და ქცევა

ზოგჯერ კარგი ქცევა შეუმჩნეველი რჩება. ბავშვების ქება კარგი საქციელისთვის ზრდის იმის ალბათობას, რომ ისინი გაიმეორებენ ამ ქცევას. ამიტომ, როდესაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან, არ დაგავიწყდეთ მათი შექება. არ აქვს მნიშვნელობა ეს გაკვეთილის მოყოლა იქნება თუ სიმღერის შესრულება. ეს მათში მოტივაციას ამაღლებს.

ნუ დაემუქრებით და ნუ გამოიყენებთ სარკაზმს 

არასოდეს გამოიყენოთ მუქარა დისციპლინის აღსასრულებლად. არასოდეს დაამციროთ ბავშვი, რადგან ეს მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევს.

მოერიდეთ მოსწავლეებთან კამათს
გაკვეთილზე სხვადასხვა საკითხის შესახებ დისკუსიები აუცილებელია, მაგრამ კამათი შეიძლება გახდეს ემოციური დაპირისპირება თქვენსა და მოსწავლეებს შორის.

კლასში შეადგინეთ წესები

ქცევის წესების შემუშავება მოსწავლეებთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, ერთად დაალაგეთ კლასი, ჩანთებს მიუჩინეთ ადგილი. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ასწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და აზრის პატივისცემა.

იყავით მისაბაძი

აჩვენეთ, რომ თქვენც ისწავლეთ თვითკონტროლი, რომ დისციპლინით მართავთ საკუთარ თავს. აჩვენეთ რომ საიმედო და პასუხისგმებლიანი ხართ, ბავშვები სწავლობენ ყურებით.

აღსანიშნავია, რომ თვითდისციპლინა მოსწავლეებს უვითარებს შემდგომ უნარებს: 
ძალას, საკუთარი მიზნების მისაღწევად;
საკუთარი თავის კონტროლის განცდას;
უნარს დაიცვან საკუთარი გადაწყვეტილებები და არ დაკარგოთ მიზნები.

თვითკონტროლი და შინაგანი ძალა კი მათ სძენს უნარს, არ დანებდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება