სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცემათ - მასწავლებლებისთვის ტრენინგები იწყება
18-02-2023
-
+


პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგები იწყება. გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცემათ.

ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულია, როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი. მასზე დასწრების უფლება მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს აქვთ. გარდა ამისა, სატრენინგო მასალა შედის მასწავლებელთა სტატუსის ასამაღლებელი გამოცდების საკითხების ჩამონათვალში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადების პროცესი განაახლა.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების მიმართულებით. ამ დროისთვის, გადამზადებულია 3800-ზე მეტი პედაგოგი. პროგრამა პედაგოგებს ეხმარება შესაძლებლობების გაძლიერებაში.

მოსწავლეები მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებს, გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარი პასუხისმგებლობა.

გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ ცნობას, რომელიც აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე. მასწავლებლებს საშუალება აქვთ, თავად განსაზღვრონ, რომელ თვეში სურთ ტრენინგის გავლა.

ტრენინგები ონლაინ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმაზე ჩატარდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება