| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების დაფუძნება დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში.
აღნიშნული თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგების ციკლს ლიდერობის და კონსულტირების განვითარების მიმართულებით, რომელსაც ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის ექსპერტები საქართველოში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისთვის ატარებენ. ამჟამად მორიგი სატრენინგო სესიები მიმდინარეობს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა