სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში საბაზისო მონაცემები შეგროვდა - დეტალები 
07-02-2023
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცენტრის მიერ ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მანდატურის სამსაურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ საპილოტე სკოლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ, კვლევის დასაწყისში საპილოტე სკოლებში საბაზისო მონაცემები შეგროვდა, ხოლო დასასრულს - ამ მონაცემებთან მიმართებით ჩარევის ეფექტი გაიზომა.

ონლაინ შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი მარიამ დავითაშვილი, ცენტრის სოციალური მუშაობის მენეჯერი ნათია მაჭარაშვილი, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და იმ საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროგრამა განხორციელდა და სადაც, მოცემული მომენტისთვის, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები არიან წარმოდგენილნი.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან სისტემატურად იმართება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება