TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიყვარული - რა აქტივობები და რომელი მხატვრული ნაწარმოებები შევთავაზოთ მოსწავლეებს სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში?
09-02-2023
-
+


სიყვარული - ეს ის თემაა, რომელზეც ყველა ბავშვთან შესაძლებელია საუბარი, თუმცა როგორ და რა ფორმით, ეს მოსწავლის ასაკზეა დამოკიდებული.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში სიყვარულის თემა მე-9 კლასის პროგრამას განეკუთვნება. დამრიგებელს შეუძლია, მოსწავლეებს, საკითხის უკეთ გასააზრებლად სხვადასხვა აქტივობა შესთავაზოს.

როგორც დამრიგებლებისთვის განკუთვნილ გზამკვლევშია აღნიშნული. თავდაპირველად პედაგოგმა მოსწავლეებს შემდეგი შეკითხვები უნდა დაუსვას: რა არის სიყვარული? ყველას აქვს სიყვარულის უნარი? რაში ვლინდება სიყვარული? რაში გვეხმარება სიყვარული?

მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ კი აქტივობის დაგეგმვა შეგიძლიათ. სთხოვეთ მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილებში და ამოირჩიონ 3 ზმნა, რომელიც, მათი აზრით, მეტად გამოხატავს სიყვარულის არსს, შემდეგ კი დაასაბუთონ, რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი.

  • მოქმედება;
  • პასიურობა;
  • ზრუნვა;
  • პატიოსნება;
  • ცოდნა;
  • ინტერესი;
  • განვითარების ხელშეწყობა.

დამრიგებელმა უნდა ესაუბროს მოსწავლეებს სიყვარულის არსზე, რომ სიყვარული, პირველ რიგში, არის სხვებთან ურთიერთობის სურვილი და მარტოობიდან თავის დაღწევის საშუალება. სიყვარული არის ზრუნვა სხვებზე. აქ შესაძლებელია მაგალითების მოყვანა, როგორ ზრუნავს დედა შვილზე, ოჯახის წევრები ერთმანეთზე და ა.შ.

სიყვარულის ობიექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ცხოველი, მცენარე და ა.შ. თუმცა ყველა შემთხვევაში სიყვარული არის აქტიური ზრუნვა სიყვარულის ობიქტის განვითარებაზე. სადაც არ არის ინტერესი და ზრუნვა, იქ არც სიყვარულია. სიყვარულისა და ზრუნვის კავშირის უკეთესად გასააზრებლად შესაძლებელია, ბავშვებს დაუსვათ კითხვა, მაგალითად, შეიძლება ვთქვათ ადამიანზე, რომელსაც მუდმივად ავიწყდება სახლის ყვავილების მორწყვა, რომ უყვარს მცენარეები? შეიძლება ადამიანს, რომელიც არასდროს ზრუნავს ცხოველების კვებასა და მოვლაზე, ვუწოდოთ, რომ ის ცხოველთა მოყვარულია?

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ რეკომენდებული კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს, შემდეგია: დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სადისკუსიო თემას: არის თუ არა რაიმე საერთო შრომასა და სიყვარულს შორის?

მოსწავლეები გამოთქვავენ მოსაზრებებს. დამრიგებელი აჯამებს, რომ სიყვარული არის ზრუნვა და შრომა ვინმესთვის. სიყვარული და შრომა განუყოფელია. გვიყვარს ის, ვის ან რის გამოც ვშრომობთ და ვშრომობთ იმისთვის, ვინც ან რაც გვიყვარს. ზრუნვასა და ინტერესს მივყავართ პასუხისმგებლობამდე. მოყვარული ადამიანი ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას იმის მიმართ, ვინც უყვარს. დედა ყოველთვის ზრუნავს შვილზე და პასუხისმგებელია მასზე.

დამრიგებელი უსვამს მოსწავლეებს შეკითხვას: რაში ვლინდება თქვენი პასუხისმგებლობა მეგობრების, ოჯახის წევრების მიმართ?

პასუხისმგებლობა და სიყვარული არის პატივისცემა. პატივისცემა ნიშნავს ადამიანის დანახვას, მიღებას და აღიარებას ისეთად, როგორის ის არის და არა ისეთად, როგორსაც გინდა რომ ხედავდე.

დამრიგებელმა, შესაძლოა, მოსწავლეებს ურჩიოს მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვა: ო. ჰენრი „უკანასკნელი ფოთოლი“, „მოგვთა საჩუქარი“, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, ჯ. ლონდონის „ზღაპრის დასასრული“ და თემასთან დაკავშირებით დისკუსია აღნიშნულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით წარიმართოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება