TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოგვანიჭეთ სტატუსი მხოლოდ გამოცდით, ნუ გვაყენებთ არათანაბარ პირობებში მასწავლებლებს“ - პეტიცია
30-01-2023
-
+


პედაგოგები, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, დღემდე ელიან პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნებული. ცნობილია, სამუშაო დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, თუმცა დამტკიცებული სქემა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, გამოცდაჩაბარებული მასწავლებლები ვერ ახერხებენ შესაბამისი აქტივობების ჩატარებას, რაც აფერხებს მათ წინსვლას. 

პედაგოგთა ნაწილი ითხოვს, საერთოდ გაუქმდეს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი და სტატუსის ამაღლება მხოლოდ გამოცდით იყოს შესაძლებელი. აღნიშნული მოთხოვნით პედაგოგმა, ანა ჯანგიშერაშვილმა პეტიცია შექმნა, რომელსაც ხელს 3000-ზე მეტი მასწავლებელი აწერს.

პეტიცია

„2022 წელს ჩატარებული წამყვან-მენტორის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მასწავლებლებს მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი. ეს წესი გავრცელდეს იმ მასწავლებლებზეც, ვინც  მომდევნო წლებში ჩააბარებს ამ გამოცდას. მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან წინა მოქმედი სქემა ითვალისწინებდა გამოცდით წინსვლას, მასწავლებელთა ნაწილი ელოდა გამოცდას, რათა მისი საშუალებით მომხდარიყო წინსვლა,გამოცდის დაგვიანებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა და დააზარალა მასწავლებლები. გარდა ამისა, გამოცდა ჩატარდა მცირე დროში და მასწავლებლებს მოუწიათ დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დამუშავება, მომზადება. როგორც მოგეხსენებათ საგამოცდო დრო და მასალა შემცირდა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს, ეს კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს, ამიტომ სამართლიანი იქნება თუ წამყვან-მენტორის სტატუსი გამოცდა ჩაბარებულ მასწავლებლებს პირდაპირ მიენიჭებათ. თუმცა ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით, მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება