სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვამაყობ დღემდე განვლილი ცხოვრების გზით“ - მიხეილ ჯაყელი, ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი
30-01-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი საკუთარ პროფესიზე შეყვარებული ხელმძღვანელია. მისი თქმით, საქმის სიყვარული წარმატების მიღწევაში ეხმარება. საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც სამშობლოზე შეყვარებულ მთიელ კაცს, რომლისთვისაც მთავარი ადამიანის სულიერი ღირსებებია. 

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ ჯაყელთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- ჰოლიზმი ანუ მთლიანი პიროვნება. მაგრამ საკითხს უფრო ფართედ თუ მივუდგებით, ადამიანი  სამი კატეგორიით ხასიათდდება:

     ა) პირველი, სხვისი თვალით დანახულის აღწერა;
     ბ) მეორე, როგორიც თავად ჰგონია;
     გ) მესამე, როგორიც სინამდვილეში არის.

„ყველაზე  ძნელი  საკუთარი  თავის  შეცნობაა“, - ბრძანებდა  ანტიკური  საბერძნეთის  დიდი  ფილოსოფოსი თალესი. ასეა  ნამდვილად, რადგან საკუთარ თავში იმ ყველაფერს ვერ ხედავ, რასაც  სხვა ადამიანები ხედავენ შენში.

       თუმცა...

უპირველეს ყოვლისა, მე ქართველი ვარ.  ჩემს სამშობლოზე დიდად შეყვარებული მთიელი კაცი. 

ვარ მშვიდი ხასიათის,  გულღია, კეთილი, პატიოსანი და კომუნიკაბელური ადამიანი.    ამავდროულად, ზომიერებას ვიჩენ ყველა ასპექტში და დიდ პატივს ვცემ საზოგადოებრივ აზრს.

ჩემთვის მთავარი ადამიანის სულიერი ღირსებებია. შემიძლია ადამიანზე წყენის პატიება, თუ ის მოუფიქრებლად და შეუგნებლად მოუვიდა. არ შემიძლია უდისციპლინო, უმადური და უგუნური  ადამიანის ატანა.

ვაღმერთებ, უანგარო ურთიერთობას და ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას, უპრინციპო  და  ენის ჭარტალა ადამიანებს.

მიყვარს ქეიფი, თუმცა ზომიერი და არა გადაჭარბებული. 

მიყვარს სტუმარი და ყოველი სტუმარი ჩემთვის ბედნიერება და სიხარულია.

ოჯახში არ მიყვარს ზედმეტი პატივმოყვარეობა, დიქტატი, მადურობა, უაზროდ გაფლანგული სამუშაო დრო. 

მიყვარს ჩემი პროფესია და საკუთარი ტალანტის წყალობით ვაღწევ წარმატებას.

 ვამაყობ დღემდე გავლილი ჩემი ცხოვრების გზით.  

მიხარია, რომ განგების ძალით მომეცა საშუალება ბავშვების სულშიც ჩამეხედა და დამენახა მათი უწმინდესობა.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...

- უპირველეს ყოვლისა, იდეალური მამა და უფრო მზრუნველი მეუღლე.

- სუბიექტური აღქმით, ჩემს თავს დავუთმობდი უფრო მეტ დროს და ვიქნებოდი წოდების ღირსი მასწავლებელი, რასაც დღეს მე ვერ ვხედავ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?

- სოციალური მგრძნობელობა, ეფექტურობა, გამძლეობა, მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის დანახვის უნარი და ა.შ

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...

- მაგდა ბარამიძე - თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...

- როგორც პიროვნება, არ შევცვლილვარ, ოდნავ გავიზარდე.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...

- ჩაიხედეთ სარკეში - ჩახედეთ საკუთარ თავს თვალებში და ხმამაღლა და მტკიცედ დაჰპირდით, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

- ყოველთვის ვეუბნები და ახლაც განვმეორდები: - იყავი ის, ვინც ხარ - ამით არასოდეს წააგებ.

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება