სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასურველია ადამიანი თავისი შეცდომებით არ სწავლობდეს, არამედ სხვისას ითვალისწინებდეს“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა
24-01-2023
-
+


ეკატერინე ცაავა თბილისის N49 საჯარო სკოლის გულისხმიერი დირექტორია, რომელიც სკოლის საკეთილდღეო საქმეს ერთგულად ემსახურება და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს განათლების გაუმჯობესებაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია N49 საჯარო სკოლამ საამაყო და ნიჭიერი თაობა აღზარდოს.  etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს სკოლის ხელმძღვანელ ეკატერინე ცაავასთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ობიექტური, პასუხისმგებლიანი, კეთილსინდისიერი, მიზანდასახული, საქმის ერთგული, გულისხმიერი, კაცთმოყვარე და პატრიოტი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ექიმი - კარდიოქირურგი ან კინორეჟისორი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- გუნდურობა.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემთვის სამაგალითო დირექტორი, რომელმაც ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა და ჩემი ცხოვრების მუდმივი გზამკვლევია, არის: აკადემიკოსი ლევან ჩიქვანაია - პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორი, პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორი, პარლამენტარი, ბატონი ვახტანგ თელია - ქალაქ თბილისის N68 საშუალო სკოლის დირექტორი და ბატონი სანდრო ჯავახიშვილი - ქალაქ თბილისის ილია ვეკუას სახელობის N42 სკოლის დირექტორი.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- პიროვნული თვისებებით გამოცდილებას არ შევუცვლივარ, მაგრამ დამანახა, რომ სასურველია ადამიანი თავისი შეცდომებით არ სწავლობდეს, არამედ სხვისისას ითვალისწინებდეს. თუმცა, ალბათ, გამოცდილებამ მეტი ცხოვრებისეული ანალიზის საშუალება მომცა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- სამშობლო, დედა, ოჯახი...

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- რანი ვართ? რა ვიყავით? რანი ვიქნებით?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება