TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება სწორი პასუხი ვერ მიიღოთ, მაგრამ ქულა არ დაგაკლდეთ, როდის ითვლება შეცდომა საპატიოდ - მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი დეტალებზე 
16-01-2023
-
+


რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ჩაბარება გადაწყვიტეს, აკლდებათ თუ არა ქულა მექანიკური შეცდომის გამო აპლიკანტებს და რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხიების ფურცელზე ამოხსნის გზის ჩვენება მაშინაც თუ დავალებაში სწრორ პასუხამდე ვერ მიდიხართ? - ამ და სხვა კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე რადიო „იმედთან“ პასუხობს.

„გასულ წელთან შედარებით  მათემატიკის ტესტმა სტრუქტურული ცვლილებები განიცადა, თუმცა თავიდანვე აღვნიშანავ რომ საგამოცდო პროგრამა არ შეცვლილა. საკითხების ჩამონათვალი უცვლელია, ცხოლოდ სტრუქტურულად შეიცვალა. კერძოდ: ტესტი შედეგება 41 დავალებისგან აქედან 37 დავალება არჩევითი პასუხებითაა, ანუ კითხვას  თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, აქედან მხოლოდ ერთია სწორი და აბიტურიენტების ამოცანაა, ეს ერთი სწორი პასუხი მოძებნონ; დანარჩენი 4 დავალება არის წერითი. ამ დავალებებში უნდა იყოს ნაჩვენები ამოხსნის გზა. ამასთან აუცილებელია ზუსტად ამ დავალებისთვის გამოყოფილ ადგილას იყოს ჩაწერილი ამოხსნა. ამ 4 დავალებიდან  2დავალება 3 ქულიანია და 2 - 4 ქულიანი

შეცვლილი ტესტის ნიმუშები 2023 წლის აბიტურიენტებისთვის

როგორ ფასდება 3-ქულიანი დავალება? -  გეტყვით, რომ 3-ქულიანი დავალება არ ფასდება მხოლოდ 0 ან 3 ქულით, თქვენ შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი შუალედური ქულა. ყოველი ასეთი დავალებისათვის დგება შეფასების სქემა, რომელიც ურიგდება გამსწორებლებს, ანუ საგამოცდო კომისიის წევრებს. ამ შეფასების სქემაში დეტალურადაა გაწერილი თუ სრული ამოხსნის რა ნაწილის შესრულებისთვის იწერება 1 ქულა, რა ნაწილის შესრულებისთვის – 2 ქულა, 3 ქულა და თუ დავალება 4-ქულიანია – 4 ქულა; ჩემი რჩევაა, სრულად რომც ვერ ამოხსნათ ამოცანა, ის ნაწილი, რაც გააკეთეთ, აუცილებლად უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე, რადგან გამსწორებელმა იცის რამდენი ქულით უნდა შეაფასოს ეს ნაწილი. შეიძლება, თქვენი 3-ქულიანი დავალება შეფასდეს 2 ქულით ან 1-ით, ან სულაც, შესაძლოა, 3 ქულით შეფასდეს და საერთოდ არ დაგაკლდეთ ქულა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბოლო, ფინალურ ეტაპზე იმდენად უმნიშვნელო ხარვეზია დაშვებული, რომელმაც ვერ მიგიყვანათ საბოლოო სწორ პასუხამდე, მაგრამ ამ ხარვეზში შიძლება ქულა არ დაგაკლდეთ.

აკლდებათ თუ არა აბიტურიენტებს ქულა მექანიკურ შეცდომაზე? - ზაზა თევდორაძე პასუხობს, „შეცდომას გააჩნია. უშუალოდ ყველაფერი გაწერილი იქნება თავად შეფასების სქემაში. ასევე გააჩნია, რა ეტაპზეა დაშვებული შეცდომა. თუ თქვენ შეცდომა დაუშვით საწყის ეტაპზე, რამაც ამოცანის დრამატულად შეცვლა გამოიწვია, ძალიან გამარტივდა, მაშინ, მინიმუმ, 2 ქულა დაგაკლდებათ (თუ ეს 3-ქულიანი ან 4-ქულიანი დავალებაა). მაგრამ, შესაძლოა, შეცდომამ არ გამოიწვიოს ამოცანის გამარტივება დრამატულად, მაშინ 1 ქულა დაგაკლდებათ.

ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო

უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, თუ შეცდომა სულ ბოლო ეტაპზეა დაშვებული, ვთქვათ, შედეგი მიღებული გაქვთ, მაგრამ შემდეგ, გამოთვლაში რაღაც მარტივი შეცდომაა დაშვებული, რომელსაც ჩვენ მექანიკურ ხარვეზს ვეძახით, ამ დროს ქულა საერთოდ არ დაგაკლდებათ და მაქსიმალურ ქულას მიიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პასუხი არ არის მიღებული. თუ თქვენ გიწერიათ, მაგალითად, 12/3, რაც ყველამ ვიცით, რომ 4-ია, მაგრამ რატომღაც დაგებინდათ გონება და დაწერეთ სხვა რამ, ვთქვათ, უდრის 5/2-ს (ცუდად შკვეცეთ ან არ ვიცი, რა გააკეთეთ), ამას ყურადღება არ მიექცევა და ის 12/3, რომელიც სწორი პასუხი იყო, დაფიქსირდება, როგორც საბოლოო შედეგი და თქვენი ნაშრომი მაქსიმალური ქულით შეფასდება.

ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო არ შეცვლილა, კვლავ 3 საათია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება