| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელს სასწავლო მასალის ახსნის შემდეგ ყოველთვის აინტერესებს, რა გაიგეს მოსწავლეებმა, რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან, თუმცა როდესაც კლასი მრავალრიცხოვანია, რთულია გაიგო, როგორ გაიაზრა საკითხი თითოეულმა მოსწავლემ.
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის დასადგენად მასწავლებელს ე.წ. გასასვლელი ბილეთები დაეხმარება. გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაკვეთილის ბოლოს მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
მასწავლებელს ასევე ეძლევა საშუალება, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.
ბილეთების შევსებისას მოსწავლეები აჯამებენ და კიდევ ერთხელ იაზრებენ მოსმენილს. ეს ყოველივე კი ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობასა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს.
როგორ შევადგინოთ გასასვლელი ბილეთები და რამდენი დრო უნდა დაეთმოს მასზე მუშაობას?
მოსწავლეებს გასასვლელი ბილეთები გაკვეთილის დასრულებამდე 5-10 წუთით ადრე უნდა დაურიგდეთ. მასში ღია კითხვები უნდა იყოს ჩამოწერილი, კითხვაზე პასუხის დასაწერად კი ადგილი გამოყოფილი. კითხვები შეიძლება იყოს შემდეგი:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა