| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები თებერვლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლები პედაგოგებს სასურველ ტრენინგებზე არეგისტრირებენ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა 20 საკონტაქტო საათის შესაბამისი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა - 12, მენტორმა კი - 6 საკონტაქტო საათი.
რა შეზღუდვები აქვთ მასწავლებლებს ტრენინგის არჩევისას?
მასწავლებლებმა მოდულების ვრცელი ჩამონათვალიდან უნდა აირჩიონ საგნობრივი ან გამჭოლი მიმართულების ტრენინგი. გამჭოლი მიმართულების ტრენინგმოდულის არჩევის შესაძლებლობა აქვს ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებელს. მაგალითად, ასეთი მოდულებია: „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, „კიბერბულინგის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“, „ენობრივი ბარიერის გადალახვა ვირტუალურ სასწავლო გარემოში“, „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“...
საგნობრივი ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებელი კი აუცილებელია ასწავლიდეს მოდულით გათვალისწინებულ საგანს შესაბამის საფეხურზე და ამავე დროს, არ უნდა ჰქონდეს გავლილი იგივე მოდული ცენტრის ეგიდით.
ვის შეუძლია ერთზე მეტი ტრენინგმოდულის გავლა?
მასწავლებლებს ერთზე მეტი მოდულის არჩევის უფლება აქვთ. მთავარია, პედაგოგებმა ტრენინგები სტატუსის შესაბამისად გაიარონ, მაგალითად: რადგან წამყვანი მასწავლებლისთვის სავალდებულოა 12 საკონტაქტო საათი, მას უფლება აქვს აირჩიოს ერთი 12-საათიანი ან ორი 6-საათიანი ტრენინგი.
გაუქმდება თუ არა ტრენინგზე რეგისტრაცია თუ მოდულს არასწორად შეარჩევთ?
როგორც სკოლებში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, მასწავლებელს მოდული თვითონ შესთავაზოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა