სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ვისურვებდი, განათლებული ახალგაზრდები დაგვიბრუნდნენ და განვითარონ ჩვენი ქალაქები და სოფლები “ - ინტერვიუ ონის რესურურსცენტრის უფროსთან
19-04-2018
-
+


ნინო მეტრეველი ონის რესურცენტრს 2006 წლიდან ხელმძღვანელობს. ყოველდღიურად ამ მუნიციპალიტეტის არაერთ მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს ხვდება. სწორედ ამიტომ მან ყველაზე კარგად იცის ონში არსებული ცხრავე სკოლის საჭიროებები და ის საგანმანათლებლო გამოწვევები, რის წინაშეც ეს მუნიციპალიტეტი დგას. ამ საკითხებზე ნინო მეტრეველი Etaloni.ge-ს ესაუბრა.

- ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები პროექტებსა და ღონისძიებებში. სასკოლო ოლიმპიადაში, თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ეკოკლუბებში, სამოქალაქო განათლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაშიც მათ ყველა ეხმარება. განსაკუთრებით მათი პედეგოგები და დამრიგებლები. მინდა აღვნიშნო, რომ ონის მუნიციპალიტეტის ცხრავე საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საიტ Etaloni.ge-ში. ისინი ყოველდღიურად აგზავნიან ინფორმაციას მათ სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რის შედეგადაც მათი პოპულარიზაცია უფრო იზარდება. „ეტალონი“ ძალიან საყვარელი პროექტია მათთვის. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად მოუთმენლად ელოდებიან „ეტალონის“  მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, კითხულობენ დამატებით ლიტერატურას, იძიებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სწავლობენ და ეცნობიან ახალ მასალებს, რაც მათ განათლებას უწყობს ხელს.

- ქალბატონო ნინო, როგორც აღნიშნეთ, ონის მუნიციპალიტეტის სკოლები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. ახლახან ონის რესურსცენტრში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. როგორი იყო მასში მოსწავლეთა ჩართულობა?

 - ონის რესურსცენტრში ყოველწლიურად ტარდება მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. როგორც ყოველთვის, ახლაც ღონისძიებებში ჩართული იყო ყველა სკოლა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები. ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები გაიგზავნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

- ონი სპეციფიკური მუნიციპალიტეტია იმ მხრივ, რომ აქ ძირითადად მცირეკონტინგენტიანი სკოლებია. მაგალითად, ჭიორის სკოლა, სადაც 4 ბავშვი სწავლობს. გვესაუბრეთ ამ სკოლების საჭიროებებზე...

- ჭიორის სკოლა საბაზოა და საშუალო საფეხურზე მშობლებს უწევთ შვილების სხვა სოფელში, ან ქალაქის სკოლაში წამოყვანა, რაც მათთვის დამატებითი საფიქრალია. დიდი ყურადღება ექცევა საზღვრისპირა და მაღალმთიან სკოლებს - პიპილეთის, გლოლის, ღებისა და ჭიორის.

ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ერთი სკოლის შესახებ. ერთი წლის წინ  სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის  საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, რაც დადებითად აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდაზე.

- რაც შეეხება სკოლებთან მისასვლელ გზებს? წარმოადგენს თუ არა ეს მოსწავლეებისთვის დაბრკოლებას?

- სკოლებთან მისასვლელი გზები აღდგენილია და მოწესრიგებული, თუმცა ტრანსპორტი ხუთშაბათობით მოძრაობს, რაც ზოგჯერ  ხელის შემშლელია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გვეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში. 

- როგორც რესურსცენტრის უფროსი რას ისურვებდით თქვენს მუნიციპალიტეტში? 

- ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ მისაღებ გამოცდებს და შემდეგაც წარმატებით აგრძელებენ სწავლას პროფესიულ, თუ უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც მაღალმთიანი რეგიონი ათი წარმატებული სტუდენტი უფასოდ სწავლობს. ვისურვებდი, განათლებული ახალგაზრდები დაგვიბრუნდნენ და განვითარონ ჩვენი ქალაქები და  სოფლები.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება