სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს
01-01-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

ის თითოეულ მათგანს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს უსურვებს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით გილოცავთ ახალ 2023 წელს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს.

მსურს, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს  ახალგაზრდებს – გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, 2023 წელი თქვენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ახალ, 2023 წელს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას და ისეთი განათლების სისტემის შენებას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი თავისა და პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ყველას, 2023 წელი ყოფილიყოს წარმატების, წინსვლისა და განვითარების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება