| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი წელი ახლოვდება და საჩუქრების საკითხიც სულ უფრო აქტუალური ხდება - მოსწავლეები ცდილობენ, საყვარელ პედაგოგებს სამახსოვრო, სიმბოლური საჩუქრებით მიულოცონ დამდეგი დღესასწაული, თუმცა საინტერესო ისაა, რეალურად რა სურთ მასწავლებლებს საჩუქრად.
რამდენიმე დღის წინ etaloni.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია „რა შეიძლება აჩუქოთ მასწავლებლებს საახალწლოდ?“ - რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.
რამდენიმე კომენტარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მასწავლებლის გულისკენ მიმავალი გზა მოსწავლეების კარგი სწავლით მიდის“...
„მასწავლებელს საჩუქარია მოსწავლის კარგი ქცევა, კარგი სწავლა და მშობლის მადლიერი სიტყვები“...
„დიდი სიამოვნებით ვიჩუქებდი ჩემი მოსწავლეების ფოტოს (საკედლოდ), მათივე წარწერებით, პატარ- პატარა წერილებით გალამაზებულს და ძვირფას სამახსოვროდაც შევინახავდი“...
„დროულად შესრულებული კომპლექსური დავალებები“...
„არაფერი მინდა, ოღონდ ღირსეულად მოიქცნენ და კარგად ისწავლონ“!
„მასწავლებლის საჩუქარი ძველ მოსწავლეებთან თბილი და ტკბილი შეხვედრაა. ასეთი ბევრი საჩუქარი მიმიღია ხან გვარსაც რომ დიდი ფიქრის შემდეგ გაიხსენებ, მას კი შენი სახელიც ახსოვს, გვარიც და შენი გაკვეთილიც“...
„მასწავლებლისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მოსწავლის სიბეჯითე და მოტივირებულობაა, სამინისტროსგან მეცამეტე ხელფასი იქნებოდა კარგი, თუმცა ეს უკანასკნელი უტოპიაა“...
„შრომისა და ზრუნვის დაფასება ტკბილი სიტყვით, შეგნებული მიდგომითა და დამოკიდებულებით - ყველაზე მეტად ეს გამიხარდება მშობლებისგან. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, მერწმუნეთ“...
„მასწავლებელი“ რომ გქვია, ეს უკვე დაფასებაა. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ ყველას“...
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა