| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დირექტორებისთვის პრემიების გაცემა სამინისტროს მხრიდან არ ხდება”- ასე განუცხადეს etaoni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე.
კითხვაზე, აქვს თუ არა დირექტორს უფლება, რომ საახალწლოდ საკუთარი თავისთვის და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვის სკოლის ბიუჯეტიდან გასცეს პრემიის თანხა, უწყებაში გვპასუხეს, რომ სწორედ სკოლის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ფინანსური წახალისება და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სამინისტრო დირექტორებზე სადღესასწაულო პრემიას არ გასცემს.
სამინისტროს ცხელ ხაზზე ასევე განგვიმარტეს, რომ სკოლის ბიუჯეტიდან პრემიის გაცემის საკითხზე დირექტორებს შეუძლიათ, რაიონის რესურსცენტრს დაუკავშირდნენ და იქ იურისტსა და ბუღალტერს გაესაუბრონ.
დირექტორებს სკოლის ბიუჯეტიდან პრემიების გაცემა მასწავლებლებზეც შეუძლიათ, თუ ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა