TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოჯახები 700-დან 2000 ლარამდე მიიღებენ - ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა
25-12-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა, რომლის სამიზნე ჯგუფია  სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი ქვემოთ ჩამოთვლილი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არიან სოციალური საფრთხის წინაშე და დაუდგათ მწვავე კრიზისული მდგომარეობა.

უფრო კონკრეტულად: ა) მიტოვების რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახები; ბ) ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ ბავშვი/ბავშვები; გ) ობოლი ბავშვები; დ) ის ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შშმ მშობლები; ე) ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი/ჰყავთ ძალადობის მსხვერპლი მშობელი; ვ) ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; ზ) უკიდურესად ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 30000-ს ქვემოთაა; თ) სხვა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახები.

წლის განმავლობაში დახმარების ოდენობა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე განისაზღვრება ოჯახში ბავშვთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) ერთბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 700 ლარი; 

ბ) ორბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1200 ლარი;  

გ) სამბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 1500 ლარი;  

დ) ოთხ და მეტ ბავშვიან ოჯახზე – არაუმეტეს 2000 ლარი. 

სავალდებულოა პროგრამის ბენეფიციარი ბავშვიანი ოჯახი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში რეგისტრირებული იყოს და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ვანის მუნიციპალიტეტში. გამონაკლის შემთხვევაში პროგრამით ისარგებლებენ ის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება