| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სამი კომპონენტის მიხედვით ფასდებიან. ეს კომპონენტებია: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალება.
მასწავლებელს განმავითარებელი შეფასების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ კომპონენტში. რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, მოსწავლეები ქულებით ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
საშინაო დავალება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც - საკლასო და შემაჯამებელი. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან კი მასწავლებელს უფლება აქვს, საშინაო დავალების შეფასებისას ქულა დაწეროს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ შეფასების სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია და მათ „ერთნაირი წონა აქვთ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონულ ჟურნალში ჩაწერილი ნებისმიერი ქულა სემესტრულ ქულაზე გავლენას მოახდენს. თუ გსურთ, დაწერილმა ქულამ სემესტრულ შეფასებაზე გავლენა არ მოახდინოს, იხილეთ ბმული.
როგორ უნდა შეაფასოთ სამი კომპონენტის მიხედვით მოსწავლეები, გაეცანით ცხრილს:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა