| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განისაზღვრა სოციალური დახმარების გაცემის წესი, რომელიც ახალშობილთა ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე კალენდარულ წელს ახალშობილის შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მშობლებს (ოჯახს) გადასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
პირველი და მეორე ახალშობილისთვის გაიცემა 250 ლარი, მესამე ახალშობილისთვის 500, მეოთხე ახალშობილისთვის 800 ლარი.
წარმოსადგენი დოკუმენტაციაა: ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება; მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; ახალშობილის(ების) დაბადების მოწმობის ასლი; ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში); ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დოკუმენტის თანახმად, ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ახალშობილის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში და თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან. განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ცნობა სხვა მუნიციპალიტეტიდან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
„თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი წარადგენს ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს (რომელიც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში) მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ცნობას განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ“, - ნათქვამია ბრძანებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა