TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

6 საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა, რომლითაც მოსწავლეებს საახალწლო განწყობას შეუქმნით
25-12-2022
-
+


ახალი წელი ახლოვდება, შესაბამისად, სხვა რამეზე კონცენტრირება სულ უფრო რთული ხდება. ზოგიერთ ადამიანს საახალწლოდ ამაღლებული განწყობა აქვს, დანარჩენებმა კი ყოველდღიურ საზრუნავს თავი ჯერ კიდევ ვერ დააღწიეს. რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, როგორც წესი, ახალი წლის მოახლოება და არდადეგები მათ ახარებთ, პარალელურად კი, სასწავლო პროცესს გარკვეულწილად წყდებიან.  

ჩვენ გთავაზობთ უცხოელი ბლოგერის რჩევებს, თუ როგორ უნდა შეუქმნას მასწავლებელმა მოსწავლეებს საახალწლო განწყობა და თანაც, საგაკვეთილო პროცესი ნაყოფიერად წარმართოს.

მოსწავლეებს საშობაო ამბის დაწერა სთხოვეთ

მოსწავლეებს უთხარით, რომ საშობაო ამბავი დაწერონ, მოყვნენ, ის რისი გაზიარებაც საშობაოდ ყველასთვის უნდათ. ეს შეიძლება სევდიანი ისტორიაც იყოს, ისინი თემატიკაში არ შეზღუდოთ. სიუჟეტიც თავად მოიფიქრონ. ამ აქტივობით, ერთი მხრივ, მოსწავლეებს უკეთ გაიცნობთ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე იზრუნებთ. შემდეგ, სურვილის მიხედვით, ნამუშევრები კლასში განიხილეთ.

მოაწყვეთ საშობაო/საახალწლო დებატები

მოსწავლეებს ისეთი თემატური შეკითხვა დაუსვით, რომელზეც იცით, რომ აზრთა სხვადასხვაობაა. კლასი თავისთავად დაიყოფა მოწინააღმდეგეებად და მომხრეებად, იქნებიან ისეთებიც, ვისაც ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ. შემდეგ ჯგუფებს სთხოვეთ ისეთი არგუმენტები მოიყვანონ, დაპირისპირებული ჯგუფიდან მონაწილეების გადმობირება რომ შეძლონ. მაგალითად, დაასახელონ 4 ან 5 მიზეზი, რის გამოც თავისი აზრი მართებული ჰგონიათ. აღნიშნული აქტივობის საშუალებით მოსწავლეები არგუმენტირებულ მსჯელობასა და აზრის სწორად გამოთქმას მიეჩვევიან.

საშობაო/საახალწლო კლასიკა განაახლეთ

მოსწავლეებს თემატური მუსიკალური ნაწარმოები, ფილმი, პროზა თუ პოეზია შესთავაზეთ. შემდეგ სთხოვეთ შეხედულებები ჩამოაყალიბონ და გითხრან, თუ რის გამოა კონკრეტული ნაწარმოები ღირებული, რა მოსწონთ მასში, რა ისწავლეს და მათი აზრით, რატომაა ეს ნაწარმოები კლასიკად მიჩნეული.

საშობაო ბარათები დაამზადეთ

კიდევ ერთი საინტერსო და შემოქმედებითი აქტივობა ბარათების დამზადებაა. ხელნაკეთი ბარათებით მოსწავლეები ძვირფას ადამინებსაც გაახარებენ, თანაც დროს ნაყოფიერად გაატარებენ.

სიკეთის სია შეადგინეთ

მოსწავლეებს სთხოვეთ ჩამოწერონ ყველა ის სიკეთე, რასაც ოჯახის წევრების, ახლობელი ადამინების, კლასელებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის გააკეთებდნენ. შემდეგ კი ინფორმაცია მიწოდეთ, როგორ შეუძლიათ სიკეთე მარტივად ჩაიდინონ. მაგალითად, კლასელს კალამი მიაწოდონ, მშობლებს დაეხმარონ, ნაგავი ურნაში ჩააგდონ, მისალოცი ბარათებით ისინი გაახარონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ჩაატარეთ მცირე კვლევა

მოსწავლეებს სთხოვეთ, გაიგონ, თუ როგორ აღინიშნება შობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა ტრადიციები არსებობს და რითაა გამორჩეული ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ. შემდეგ კი ეს ინფორმაცია კლასში ყველას გაგიზიარონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება