სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

2023 წელი ფენ-შუის წესების მიხედვით: როგორ შევხვდეთ შავი კურდღლის წელს, რომ სახლში ხვავი და ბარაქა მოვიზიდოთ?
29-12-2022
-
+


დამდეგი 2023 წელი გვპირდება სიმშვიდეს და ჰარმონიას, რადგან აღმოსავლური კალენდრით მისი სიმბოლო კურდღელია.

კურდღელი ჩინური ასტროლოგიის ერთ-ერთი საყვარელი ნიშანია.  ჩინური ჰოროსკოპის 12-წლიან ციკლში კურდღლის წელი მეოთხე ადგილს იკავებს, მას აღმოსავლურ კალენდარში ყველაზე იღბლიანად თვლიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იღბლის დაკარგვა შესაძლებელია კონფლიქტებითა და სპონტანური გადაწყვეტილებებით. 

წყლის შავი კურდღლისთვის მთავარი ღირებულება სახლი და ოჯახია, ამიტომ დამდეგ წელს აქცენტი პირად ურთიერთობებზე გააკეთეთ და ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ. 

იმისთვის, რომ დამდეგი წელი ბედნიერი და წარმატებული იყოს, აუცილებელია, როგორც 2023 წლის მთავარი სიმბოლოს გულის მოგება, ასევე ძველი აღმოსავლური ხელოვნების - ფენ შუის წესების დაცვა.

სახლის მომზადება

ახალი წლის დამდეგს პირველ რიგში საჭიროა სახლში უნაკლო სისუფთავის დამყარება. ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის გულდასმით დასუფთავება ყოველწლიური რეკომენდაციაა. თავიდან მოიშორეთ უსარგებლო და ძველი ნივთები, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და კომპიუტერი.

გადაახალისეთ სახლი, შეცვალეთ ჩვეული ინტერიერი, შეგიძლიათ თამამად გადაადგილოთ ნივთები და ავეჯი. 

სად დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის წესების მიხედვით?



აღმოსავლური სწავლების ოსტატები ნაძვის ხის დადგმის წესებს გვთავაზობენ, იმის მიხედვით თუ რისი მიღება გვინდა დამდეგი წლისგან. სწორედ ჩვენი სურვილების მიხედვით უნდა შევურჩიოთ სადღესასწაულო ხეს ადგილი სახლში. 

  • იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღიარება და დიდება მოიპოვოთ და რეპუტაცია გაიმყაროთ, ნაძვის ხე ოთახის სამხრეთ ნაწილში დადგით. 
  • ოთახის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი სიყვარულსა და ქორწინებაში წარმატებას გვპირდება. 
  • იმისთვის, რომ მომავალ წელს მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, საახალწლო ხეს ადგილი ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაწილში შეურჩიეთ.  
  • ჯანმრთელობის განსამტკიცებლად სადღესასწაულო ხისთვის იდეალური ადგილი ოთახის ცენტრია. 
  • დასავლეთი ოჯახში მატებას გვპირდება.
  • აღმოსავლეთ კუთხეში ნაძვის დადგმას ურჩევენ მათ, ვისაც ოჯახური ბედნიერება სწადია. 
  • ჩრდილოეთ ნაწილში დადგმული ნაძვის ხე კი კარიერული წარმატებას და იღბალს მოგვიტანს. 
  • სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც ახალი ცოდნის მიღება სურს.
  • მოგზაურობის მოყვარულთ ნაძვის ხის დადგმას ოთახის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ურჩევენ.
2023 წლის მთავარი ფერები

წლის ფერებია - შავი, ლურჯი და ცისფერი. ეს ფერები, როგორც ნაძვის ხის სათამაშოების ისე საახალწლო სამოსის შესარჩევად გამოგადგებათ. 

აღმოსავლური სწავლების ოსტატების რჩევაა, 2023 წელს ნაძვი წლის სიმბოლოს გათვალისწინებით მოვრთოთ, ამიტომ საახალწლო ხის შესამკობად გამოგადგებათ - ლურჯი და მისი ყველა ელფერი, ასევე ოქროსფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და თეთრი ფერები.




საახალწლო სუფრა

პირველი წესი, რაც საახალწლო სუფრაზე უნდა გაითვალისწინოთ - თავი აარიდეთ ბასრ კუთხეებს. უკეთესია, თუ სუფრას მრგვალ ან ოვალურ მაგიდაზე გაშლით, თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ მაგიდის კუთხეები გადასაფარებლის ქვეშ დამალოთ. გასათვალისწინებელია მისი ფერიც. 

ფენ-შუის მიხედვით დეკორისა და ტექსტილის ძირითადი ფერებია:

ყვითელი ან ნარინჯისფერი, რომელიც სითბოს და დადებით ენერგიას ასახავს;

წითელი ან ვარდისფერი - სიყვარულისა და ჯანმრთელობისთვის სიმბოლოა;

მწვანე ან ლურჯი - იღბალსა და მატერიალურ კეთილდღეობას განასახიერებს.

ეს ფერები წარმოდგენილი უნდა იყოს საახალწლო სუფრის დეკორაციის ნებისმიერ ელემენტში. მწვანე და წითელი საახალწლო ატმოსფეროს განსაკუთრებულად ქმნის, შესაბამისად დეკორი ტრადიციული აღმოჩნდება. 

საზეიმო სუფრაზე ვეგეტანიანულ კერძებს მიანიჭეთ უპირატესობა, ამას წლის მფარველი ნამდვილად დააფასებს. 

კურდღელი სტუმართმოყვარე ნიშანია, ამიტომ ეცადეთ დღესასწაული ახლობლებთან ერთად გავატაროთ. უკეთესია თუ ზეიმისთვის მთელი ოჯახი ერთად მოემზადებით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება