TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღის ჯგუფი და კლასი დაიხურება, თუ ბავშვების 50%-ზე მეტი ინფიცირებულია“ - გურჯაანის სკოლებში ჩუტყვავილის გავრცელების შესახებ ეპიდემიოლოგი საუბრობს
20-12-2022
-
+


გურჯაანის საჯარო სკოლებში ჩუტყვავილა გავრცელდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ სკოლებმა და ბაღებმა, ასევე რა წესები უნდა დაიცვან ასეთ დროს მშობლებმა? აქტუალურ კითხვებს ეკა ბურდიაშვილი, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი პასუხობს.

„ესაა ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადება და მისი სიმპტომებია საერთო სისუსტე, ცხელება, გამონაყარი, უხასიათობა, თავისტკივილი... რაც შეეხება საინკუბაციო პერიოდს, საშუალოდ 14 დღე გრძელდება, თუმცა გადამდებლობა ახასიათებს გამონაყარის გაჩენამდე 48 საათით ადრე. ზოგადად კი, 21-ე დღემდე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი შესაძლოა იყოს გადამდები“, - აცხადებს ბურდიაშვილი და დასძენს, რომ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჩუტყვავილის ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ამ პერიოდში იმატებს.

როგორ უნდა მოიქცნენ სკოლები და ბაღები ჩუტყვავილის დაფიქსირების შემთხვევაში? - ეპიდემიოლოგი პასუხობს, რომ „ერთეული შემთხვევა შესაძლოა საგანგაშოდ არ ჩაითვალოს, მაგრამ როცა ადმინისტრაცია ატყობს, რომ შემთხვევები იმატებს, ჯგუფში თუ კლასში გაცდენის მაჩვენებელი იზრდება, აუცილებლად უნდა შეატყობინონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ეპიდემიოლოგი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიხუროს თუ არა ჯგუფი ან კლასი; ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ ინიფიცირების მაჩვენებელი 50%-ზე მეტია“.

რაც შეეხება რეკომენდაციას, ერთეული შემთხვევების დროს, კლასი თუ ჯგუფი ხშირად უნდა განიავდეს და დალაგდეს სველი წესით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება