| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, 2023 წელს საქართველოში მოქმედმა ყველა საჯარო და კერძო ბაღმა უნდა განახორციელოს თვითშეფასება.
აღნიშნული პროცესისთვის მზადება უკვე დაწყებულია. კერძოდ, შექმნის პროცესშია ელექტრონული პლატფორმა, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმის შინაარსზე - კითხვარებზე, რომლებიც ბაღებს დაეხმარებათ თვითშეფასების განხორციელებაში.
ამ მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანიც იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თვითშეფასების კითხვარების პროექტების ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებთან, კერძოდ კი, ბაღების ადმინისტრაციასთან, საგანმანათლებლო პერსონალთან, ტექნიკურ პერსონალთან და მშობლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, UNICEF პროექტის მენეჯერი და თვითშეფასების კითხვარებზე მომუშავე ექსპერტები, ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებების ადმინისტრაცია, მშობლები, საგანმანათლებლო და ტექნიკური პერსონალი.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტები. შეხვედრის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები ასახული იქნება თვითშეფასების კითხვარის საბოლოო ვერსიებში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა