| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა კვირეული. ღონისძიების მთავარ იდეას წარმოადგენს მოსწავლეებში ბავშვების უფლებათა კონვენციაზე ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ პრობლემაზე საჯარო საუბარი.
„ღონისძიების მიზანი იყო, მომხდარიყო სამართლიანობის, პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის გრძნობების სტიმულირება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტში ჩართულნი იყვნენ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა, პროექტის ხელმძღვანელ მასწავლებელთან ქრისტინა ნინუასთან ერთად, იმუშავეს კონვენციის მუხლებზე, შექმნეს ადაპტირებული ვერსია slide show, როგორც დირექცია აღნიშნავს ეს მასალა გამოყენებულია, როგორც რესურსი თანატოლგანმანათლებელი ინსტიტუტის დანერგვის პროცესში, მათ მიღებული ცოდნა გაუზიარეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დაამზადეს პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს სკოლაში.
„მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში და აღნიშნეს რამდენად მნიშვნელოვანია იცოდნენ და იცავდნენ საკუთარ უფლებებს!“, - გვამცნობს სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ