| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ქურდაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და მონდმებით ჩაერთო.
მან პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორეზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში ხარაგაულს წარმოადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ