სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანთა უფლებების დაცვის თემატიკას მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს
12-12-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, იღებენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ მუშაობენ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და თემატურ აქტივობებსაც ატარებენ.

ახლახან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაშია მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა, რომლის მიზანიც გახლდათ მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის კუთხით თვალსაწიერის გაფართოება და მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება.

„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა უმთავრესი ღირებულებაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი სკოლისა და ზოგადად მთელი სასკოლო და სათემო საზოგადოებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქტივობის ფარგლებში მე-3, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები, მოხსენებები, საინფორმაციო ბუკლეტები, გამოიყენეს ტექნოლოგიების ცოდნა და იმუშავეს პრეზენტაციაზე, შექმნეს კომიქსები და ანიმაციები სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით.

მოსწავლეები შემოქმედებითად მიუდგნენ საკმაოდ სერიოზულ თემას და როლური თამაშების გამოყენებით, წარმოადგინეს ადამიანის უფლებების დარღვევის მაგალითები. ღონისძიების ხელმძღვანელი კი გახლდათ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მადონა ტოკლიკიშვილი. 

„დღევანდელი ღონისძიება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს დემოკრატიული კომპეტენციების და ღირებულებების გათვიცნობიერება-დანერგვა. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასების უნარის განვითარებას. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს! გახსოვდეს - შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება