სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესახებ
12-12-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ გაიფართოვონ თვალსაწიერი და აიმაღლონ სამოქალაქო ცნობიერება.

ამ მიმართულებით, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც ახლახან პროფესიული განათლების კოლეჯს - „პრესტიჟს“ ესტუმრნენ. აქტივობის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი კი გახლდათ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მიზანი იყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში პროფესიული ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა ნატო დაღუნდარიძემ. მან მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროფესიული განათლების შესახებ, დაათვალიერებინა სხვადასხვა მიმართულებები. თავის მხრივ მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიული განათლების შესახებ. ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და აღნიშნავდნენ, რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გაუზიარებდნენ თანატოლებსა და მეგობრებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება