სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
08-12-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა აქტივობებით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, რათა შევაჩეროთ ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, დავიცვათ ძალადობის მსხვერპლნი. სკოლაში ამ საკითხებზე სასაუბროდ ხონის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ელისო ჯიქია და გენდერული საბჭოს წევრი ირინა ბალავაძე მიიწვიეს. მათ საინტერესო შეხვედრა გამართეს და მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. 

სკოლაში კამპანიის ორგანიზატორი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა - მაია ფეიქრიშვილი, ირინა უგულავა, აკაკი რუხაძე არიან.

აქტივობები სკოლაში 10 დეკემბერს ვორქშოფით დასრულდება.

„სტუმრებმა დიალოგის რეჟიმში წარმართეს ლექცია, იყო აქტიური გარემო, ვისაუბრეთ თავისუფლად, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან საგანმანათლებლო ცენტრებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საბავშვო ბაღებს შეუძლიათ დაამსხვრიონ სტერეოტიპები მისცენ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება - მენტალიტეტის, ტრადიციებისა და სხვა ეროვნული ღირსებების შესახებ... და ყველამ ერთად დავგმოთ ყველანაირი ძალადობა. განათლებისა და სწორი ხედვების გარეშე შეუძლებელი იქნება გენდერული თანასწორობით - ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების, პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბება. არა ძალადობას! 
მადლობა სკოლის დირექტორს ზ. თოდუას მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება