სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს, სკოლებსა და ბაღებს ეხებოდა და სამინისტრომ არ შეასრულა - დოკუმენტი
09-12-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახალხო დამცველის მიერ გაცემული 24 დავალებიდან მხოლოდ 2 შეასრულა.
 
პარლამენტის დაგდგენილებით „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 24 დავალება გაიცა.

სამინისტროს საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შესრულდა: 2
  • არ შესრულდა: 12
  • ნაწილობრივ შესრულდა: 7
  • ობიექტური მიზეზის გამო არ ექვემდებარება შეფასებას: 1
  • რეკომენდაციის ტექსტის არსებითი ცვლილება: 2
განათლების სამინისტრომ მიღებული რეკომენდაციებიდან შეასრულა და  შეიმუშავა:

  • პოლიტიკის დოკუმენტები, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, რომლებითაც გათვალისწინებულია სტუდენტების სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი;
  • ასევე, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეწყდა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში თითოეული რეცენზენტისთვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე საგნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა.
რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს არ შეუსრულებია: 

  • მასწავლებლებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი;
  • არ შემუშავებულა სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენას;
  • არ გაზრდილა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში საგნობრივ ექსპერტთა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა, მონაწილეობის ხარისხი;
  • სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის არ შემუშავებულა დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში აღსაზრდელთა გადამზადების მოდული, ასევე არ ყოფილა უზრუნველყოფილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის დისტანციური სწავლების მიმართულების განვითარება. 
  • იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, კვლავ არ არის დანერგილი მულტილინგვური სწავლების მოდელი.
სრული დოკუმენტის სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება