სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი უფლებები ოჯახში“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა თემა შთამბეჭდავი აქტივობებით შეისწავლეს
29-11-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი „მე და საზოგადოებაში“. 

საგაკვეთილო პროცესს პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. 

„მე და საზოგადოებაში“ ერთ- ერთი თემის - „ჩემი უფლებები ოჯახში“ შესწავლის შემდეგ, III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად განახორციელეს საინტერესო აქტივობები. 

უპირველეს ყოვლისა შეისწავლეს მოსწავლის უფლებები ოჯახში. ამის შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ მისთვის ყველაზე საინტერესო უფლებები გადაიტანა გულის ფორმის ფერად ფურცლებზე და წარადგინა კლასის წინაშე. თითოეული უფლების პრეზენტაცია იყო საინტერესო, რადგან მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს თუ როგორ ესმით და ხსნიან მათ უფლებებს ოჯახში.

„აღნიშნული აქტივობა განუვითარებს მოსწავლეებს, საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმის უნარს და ასაკის შესაბამისად ეთიკის და ზნეობრივი ღირებულებების გამომოშავებაში დაეხმარება“, -აღნიშნავს სალომე ლორთქიფანიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება