სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლამ პოეტ გიგლა ჭინჭარაულს უმასპინძლა
28-11-2022
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლელ გომბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, დირექტორ ზურაბ ქისტაურის ხელმძღვანელობით, პოეტ გიგლა ჭინჭარაულს უმასპინძლეს. 

„გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეზიით მდიდარ მხარეში ცხოვრობენ. ამით ამაყობენ და თანამემამულე შემოქმედთა ლექსებსა და კაფია-გალექსებანს სწავლობენ, ბევრიც უკვე იციან“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ლამაზი ლიტერატურული საღამო გაიმართა. 

პოეზიის დიდმა სიყვარულმა მოსწავლეებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს -  ლეილა არჩემაშვილსა და თამარ არაბულს გადააწყვეტინა სკოლაში მოეწვიათ გომბორის სკოლადამთავრებული პოეტი - გიგლა ჭინჭარაული. იგი გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, გამოცემული აქვს პოეტური კრებული -  „ჩემი  სამრეკლო“ (2015 წ.). სულ მალე გამოიცემა მისი ლექსების ახალი წიგნიც. 

„ახლახან, თანამემამულე მოსწავლეთა თხოვნით, პოეტი მშობლიურ სკოლას ეწვია. გიგლა ჭინჭარაულმა საკუთარი პატრიოტული ლექსები წაუკითხა მოსწავლეებს. ესაუბრა სამშობლოს სიყვარულზე, გმირობაზე, კაიყმობაზე... უსურვა საქართველოს ღირსეულ შვილებად აღზრდა.

პატარებმა გაახარეს პოეტი და მისი შემოქმედებიდან საყვარელი ლექსები წაუკითხეს სტუმარს. შემდეგ დაუსვეს მათთვის საინტერესო ბევრი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავად და სიამოვნებით უპასუხა ბატონმა გიგლამ. ღონისძიებას ძალიან ლამაზად გაუძღვნენ მერვეკლასელი გოგონები - მარიამ ოსეფაშვილი და ელიზავეტა ელიზბარაშვილი. 

ეს ლამაზი ლიტერატურული საღამო დიდხანს ემახსოვრებათ მოსწავლეებს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება