სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „დავითიანში“ „მშობელთა კვირეული“ მოეწყო
24-11-2022
-
+


ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი“ თავისი საინტერესო, ორიგინალური აქტივობებით, შედეგზე ორიენტირებული პედაგოგებითა და მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოთი ნამდვილად გამოირჩევა. 

სკოლის მოტივირებული პედაგოგები ისეთ აქტივობებს მართავენ, რომელთა საშუალებითაც დასახული მიზანი მიიღწევა. 

ამჯერად, სკოლაში „მშობელთა კვირეული“ მოეწყო. სხვადასხვა კლასში, დამრიგებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად, მოსწავლეების მშობლებმა დაგეგმეს და ჩაატარეს აქტივობები. აქვე აღსანიშნავია, რომ მშობლების კვირეულის ჩატარება მიზნად ისახავს, მშობლების ჩართულობის გააქტიურებას სასკოლო ცხორებაში, მშობელთა სათათბიროს მუშაობის ხელშეწყობას და მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთგაგების, სითბოს და ნდობის გაღვივებას.

კვირეულის ფარგლებში, კლასებში ერთმანეთზეე უფრო საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ, რაც, თავისთავად, პროექტის ეფექტურობაზე მეტყველებს. 

აღსანიშნავია, რომ მშობლები დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ეცადნენ, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ ყოფილა. 

I-II კლასელებთან შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მოწვეულმა მშობელმა ჟუჟუნა ჟანგებაშვილმა განახორციელა. მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში, გაიხსენეს შემოდგომის ფერები, თვეები, შექმნეს ლამაზი ნამუშევრები თემატიკით „შემოდგომა", აგრეთვე მოსწავლეებმა ფერების მიხედვით მიუსადაგეს ნახატებს სხვადასხვა დაბოლოებები.

III კლასელებთან მოწვეულმა მშობელმა გულიკო ანდრეასიანმა ისაუბრა ტოლერანტობის შესახებ, ბავშვებმა იმსჯელეს, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყო ტოლერანტი, დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და ჩაერთვნენ დისკუსიაში.

VII-VIII კლასელებთან მოწვეული მშობლის ნათია ქობესაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა სახალისო, მელოდიური და მეტად საინტერესო მუსიკალური საათი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეების ცხოვრებაში მუსიკის როლის გააზრება. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მოესმინათ ქართული სიმღერების ძველი და განახლებული ვერსიები გიტარის თანხლებით.

IX-X კლასელებთან ჩატარდა ინტეგრირებული კლასის საათი ზოგად თემებზე. მოწვეულმა მშობლებმა როზა ხარაიშვილმა და მზიური კვიციანმა მოსწავლეებთან ისაუბრეს მათთვის საინტერესო და განსახილველ თემებზე, მოსწავლეებს საშუალება მისცეს ანონიმურად დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი რაიმე პრობლემაზე. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებთან დაახლოება და მათი ნდობის მოპოვება, აგრეთვე მათი პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა.

სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც პროექტების განხორციელებაში აქტიურად ერთვება და მასწავლებლებს გვერდში უდგას, თითოეულ მშობელს და მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის დიდ მადლობას უცხადებს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება