| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჭლიკაძე izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრია. მეოთხეკლასელი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებს.
„ერთი წელია, რაც ჩავერთე izrune.ge-ს ტესტებში. აქტიურად ვკითხულობ წიგნიერების ხუთშაბათისთვის მოცემულ ნაწარმოებს თუ მოთხრობებს, რაც მიმაღლებს ცნობიერებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ჩემი ჰობია ხატვა, მიყვარს რაგბი და ფეხბურთი. საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარს.
ამ პროექტში ჩემი დახმარებით ჩავრთეთ ჩემი უმცროსი ძმა და რამდენიმე მეგობარიც, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან“,- გვწერს გიორგი ჭლიკაძე.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა