სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისი N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორანჟერეაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
16-11-2022
-
+


ქუთაისი N30 საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.  

სკოლის მე-21 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლია გოგავასთან ერთად, ორანჟერეას - „დედამიწელები“ ესტუმრნენ. ორანჟერეაში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი - „მცენარე ჩემი მეგობარია“.

„დედამიწელებში“ მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწიეს ქალბატონმა სალომემ და ბატონმა ზვიადმა. საოცარმა გარემომ ხელი შეუწყო პატარებს ხალისით ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში და პრაქტიკაში განეხორციელებინათ თავიანთი ცოდნა-გამოცდილება. ამას ისიც ემატებოდა, რომ კლასის პედაგოგიც მათთან ერთად მონაწილეობდა დაგეგმილ აქტივობებში.

გაკვეთილის პირველი ნაწილი მოიცავდა ქოთნების ორნამენტებით მოხატვას. მოსწავლეები ხალისით და მონდომებით აფორმებდნენ ქოთნებს. გაკვეთილი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბავშვები საუბრობდნენ, თუ რა ტიპის ხაზებს იცნობდნენ, ასევე ძირითად და შედგენილ ფერებზე, რასაც პრაქტიკულადაც იყენებდნენ ქოთნების მოხატვის დროს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილის მეორე ნაწილი მოიცავდა ცოცხალი მცენარეების დარგვის პროცესს. აქაც ბავშვებმა ხალისით ისაუბრეს თუ რა არის საჭირო მცენარის დასარგავად და თუ როგორ უნდა იზრუნონ მასზე.

გაკვეთილის დასასრულს, თითოეულმა მოსწავლემ მცენარეს სახელიც კი მოუფიქრა და პირობა დადო, რომ ახალ მეგობარს აუცილებლად შეუქმნიდა სასურველ გარემოს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება