სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგები, რომლებმაც დირექტორებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს- საჯარო სკოლის ხელმძღვანელების კომენტარები
11-11-2022
-
+


პროფესიის არჩევისას გავლენას ახალგაზრდებზე ხშირად სანაცნობო წრე ახდენს. მშობლები, მასწავლებლები, ადამიანები რომლებსაც კუმირად მიიჩნევენ. მოახდინეს თუ არა სკოლის დირექტორებზე გავლენა მათმა მასწავლებლებმა? - ამ კითხვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს მივმართეთ:

ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ბოლქვაძე:

ნაზი ბერიძე, დაწყებითების მასწავლებლები იყო, სწორედ მისი დამსახურებაა რომ სკოლაში მუშაობის სურვილი გამიჩნდა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო და გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა, რომელიც გნუსხავდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი:

ჩემს ცხოვრებაზე გავლენა ალბათ, ორმა პედაგოგმა მოახდინა... ერთი ნანული გოგიძე გახლავთ, მათემატიკის პედაოგი, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ მეც მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი... საოცარი პიროვნება, მოსწავლეებთან არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარით გამოირჩეოდა... მეორე, ფიზიკის მასწავლებელი გრიგოლ ბურჯალიანია, დამსახურებული პედაგოგი და ძალიან კარგი ადამიანი.

თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ლაზვიაშვილი:

ქიმიის მასწავლებელი ქეთო ბერია გახლდათ ის, ვინც გავლენა მოახდინა ჩემზე.  იგი რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგია და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის მასწავლებლის ეტალონი იყო: არასოდეს გამიგია მისი ხმამაღალი სიტყვა გაკვეთილზე, არასდროს დაუსჯია მოსწავლე და თითოეული ჩენგანი სიამოვნებით ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში. 

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი დემურ გაგუა:

პროფესიის არჩევანზე გავლენა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა  ნათელა ჯაველიძემ მოახდინა. იმ დროისთვის არსებული მასწავლებლებისგან განსხვავებული და გამორჩეული გახლდათ - ანგრევდა  სტერეოტიპს, რომ მასწავლებლებს მკაცრი სახე უნდა ჰქონოდათ და  მოსწავლესთან მეგობრულები არ უნდა ყოფილიყვნენ...

ნათელა მასწავლებელი საოცარი ადამიანი და პროფესიონალი იყო, გადმოცემის  გამორჩეული უნარით; სწორედ მან შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა და მისი დამსახურებით გავხდი ფილოლოგი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარგვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ბერაძე:

ჩემი პირველი პედაგოგის დამსახურებაა, რომ მასწავლებლის პროფესია ავირჩიე. წარმოიდგინეთ, რამდენად საოცარი უნდა იყოს პიროვნება, რომ პირველი კლასის მოსწავლეზე ასეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს. სწორედ ნაზი თუთბერიძის გავლენით გადავწყვიტე მასწავლებლობა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გავხდი.

ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი:

სიმართლე რომ გითხრათ, სკოლაში მუშაობაზე და მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. 10 წელი ლექციას ვკითხულობდი ერთ-ერთ სასწავლებელში, შემდეგ სკოლებში დაინერგა პროგრამა/საგანი - ეკონომიკა და სკოლამ მიმიწვია სპეციალისტად, ასე მოვხვდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. რეორგანიზაციის შედეგად დირექტორის მოადგილედ დავინიშნე. ისიც უნდა გითხრათ, რომ სამოქალაქო განათლების საგნისა და USAID-ს პროგრამის დამსახურებაა, რომ მე დღეს სკოლის დირექტორი ვარ, პროგრამის ფარგლებში კი არაერთ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და სკოლისთვის საჭირო ტექნიკა თუ ინვენტარი მოვიპოვეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება