სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ატარებს თუ არა მთვრალი მასწავლებელი გაკვეთილებს - 250 მოსწავლეს გამოკითხავენ გორში
11-11-2022
-
+


გორის N3 სკოლაში სპორტის მასწავლებლის დ. ა-ს მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დეკემბრამდე შეჩერდა იმ მოტივით, რომ გამოსაკითხია 250 მოსწავლე. ამის შესახებ იმ დოკუმენტში წერია, რომელსაც დისციპლინური კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს, - აღნიშნულ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

კომისიის აზრით, დროს სჭირდება იმის გარკვევას, ნამდვილად მთვრალი ატარებს თუ არა გაკვეთილებს სპორტის მამაკაცი პედაგოგი.

დ.ა. ის პედაგოგია, რომლის თითქოსდა ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ სხვა სპორტის მასწავლებელი - თეა კეჩხუაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

თეა კეჩხუაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლამ უსამართლოდ გაათავისუფლა და მოითხოვა დ.ა-ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტების გამოძიება.

ვიდრე სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების გამოკითხვით დაკავდება, დღეს, თეა კეჩხუაშვილმა სკოლის შენობაში, დააფიქსირა ფაქტი, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს ასახავს.

ფოტო გადაღებულია მნეს ოთახში, სადაც სპორტის მასწავლებლებიც იმყოფებოდნენ. სუფრაზე დევს საკვები და ბოთლით სითხე. თეა კეჩხუაშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მოითხოვა ყველა პირის შემოწმება.

საპატრულო პოლიციამ ადგილზე არ შეამოწმა პედაგოგები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკვლევა დაწყებულია. როგორი იქნება შედეგები, ამის თაობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე:

გათავისუფლებულმა პედაგოგმა დირექტორის კაბინეტი დაარბია - შემთხვევა გორის N3 საჯარო სკოლაში მოხდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება