სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გათავისუფლებულმა პედაგოგმა დირექტორის კაბინეტი დაარბია - შემთხვევა გორის N3 საჯარო სკოლაში მოხდა
02-11-2022
-
+


გორის N3 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ერთ-ერთი მათგანი, თეა კეჩხუაშვილი  სამსახურიდან გაათავისუფლეს. მეორე პედაგოგი მამაკაცი გახლავთ.

გათავისუფლებულმა მასწავლებემლა კი პროტესტის ნიშნად სკოლის დირექტორის, ვახტანგ სუხიტაშვილის კაბინეტი დაარბია, რის გამოც ამ უკანასკნელმა პოლიცია გამოიძახა.

მომხდარი ამბავი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა დაგვიდასტურა.

„დისციპლინური კომისიის დასკვნის საფუძველზე დირექტორმა პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, დისციპლინური საქმის წარმოება მიდიოდა სპორტის ორ პედაგოგს შორის კონფლიქტის გამო. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა დირექტორის კაბინეტში“, - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

Etaloni.ge გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორს,  ვახტანგ სუხიტაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა გასაუბარება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით თეა კეჩხუაშვილმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღეს. მე არ მოვითხოვდი ვინმეს დასჯას, მე მინდოდა მიეღოთ თანაბარი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ ხნის განმავლობაში მე არანაირი გადაცდომა არ მქონია არც პედაგოგებთან, არც ბავშვებთან. ამ დასკვნას არ ვეთანხმები“.

ასევე ცნობილი ხდება, რომ გათავისუფლებული პედაგოგი აპირებს, მიმართოს სახლხო დამცველს და აღნიშნავს, რომ სათვალთვალო კამერებმა კოლეგაზე ძალადობის ფაქტი არ დააფიქსირა, მისი დათხოვნა უსაფუძვლოდ მოხდა და სთხოვს ომბუდსმენს, გაერკვეს საქმის ვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება