სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს პორტფოლიოში ატვირთული დოკუმენტების პრეზენტაცია ევალებათ
14-11-2022
-
+


სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვება გაუქმდა, თუმცა პედაგოგები, ამჯერად, საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში შეტანილ, პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებს თავად წარადგენენ.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა ერთად უნდა მოუყარონ თავი იმ დოკუმენტებს, რომლებშიც მათი პრაქტიკული საქმიანობაში დამადასტურებელი აქტივობები იქნება აღწერილი. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია და  შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებთან, მან წერილობით უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის  შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

დირექტორის მიერ მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად წარდგენის შემდეგ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი მასწავლებლის პორტფოლიოს გაეცნობა. 

ექსპერტთა ჯგუფი ჯერ  მასწავლებლის პორტფოლიოს შეისწავლის, რის შემდეგაც შემფასებლების წინაშე თავად პედაგოგი გააკეთებს საკუთარი პროფესიული საქაღალდის პრეზენტაციას. ამის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფის წევრები სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელს დამაზუსტებელ შეკითხვებს დაუსვამენ. პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტაცია წინასწარ შემუშავებულ რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასდება.

პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელმა საკუთარი პრაქტიკული საქმიანობა უნდა წარმოაჩინოს. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს საქაღალდეში.  პედაგოგი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.  

იხილეთ ასევე: კვლევა და პროექტები სტატუსის ასამაღლებელ კომპონენტებად რჩება - რა ევალებათ წამყვანობის მსურველებს?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება