| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამინისტრომ პედაგოგებს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის პირველადი ვერსია გაუგზავნა. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს მასწავლებელთა რეკომენდაციები და უკუკავშირს 7 ნოემბრამდე ელოდება.
აღნიშნულ დოკუმენტში კვლევა სტატუსის ამაღლებისთვის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად სახელდება, თუმცა გაუქმდა გარე დაკვირვება, რომელიც აქამდე სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი იყო. სიახლის მიხედვით, სულ მასწავლებლები ოთხი მიმართულებით შემოწმდებიან. ესენია:
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა - ამ მიმართულებით წამყვანის კომპეტენცია შემდეგია:
პორტფოლიოში შესატანი დამადასტურებელი დოკუმენტები:
დოკუმენტში ჩანს, რომ სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სტატუსის ამაღლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიმართულებით წამყვანობის მსურველის კომპეტენცია შემდეგნაირადაა გაწერილი:
სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელების დამადასტურებელი პორტფოლიოში წარსადგენ მტკიცებულებებად ჩაითვლება:
განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება - წამყვანობისა მსურველებს ასევე მოეთხოვებათ, იცნობდნენ თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას კი იყენებდნენ საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
ამ მიმართულებით პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტები:
ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეებისა და პროფესიული ლიტერატურის გაცნობისა და ინოვაციების დანერგვის/განხორციელების დამადასტურებელი მასალა.
საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა - წამყვანის კომპეტენცია შემდეგია:
ამ მიმართულებით პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების ნუსხა:
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელი წარმოაჩენს საკუთარ საქმიანობას. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.
იხილეთ ასევე: პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება