TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელთა ვალდებულებები ბავშვების წინაშე - ბაღის თანამშრომელთა ქცევისა და ეთიკის კოდექსი
04-12-2022
-
+


ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი, ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმები დამტკიცდა.

პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ ბავშვთან ურთიერთობის დროს:

1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს ბავშვს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პერსპექტივას.

2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.

3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე.

4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური,ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური,  გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.

7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.

8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

9. პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით.

10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

11. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეო მასალის, ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

12. დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით.

13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს.

14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს.

15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება