| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ცხოვრება მოძრაობაა“- ეს არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის ელენე ლოლაძის საყვარელი ფრაზა. მან ჩვენს ბლიც-შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე თავისი აზრი დააფიქსირა.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- ცხოვრება მოძრაობაა.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- საქმეს, რომელიც ძალიან მომწონს.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- როცა გაკვეთილზე ყოფნა უხარიათ.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „ბავშვები ყურადღებით გაკვირდებიან და მათ თვალს არაფერი გამოეპარებათ”
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- განსაზღვრო პრიორიტეტები.
- მოტივაციას მაძლევს...
- საყვარელი პროფესია და იმის შეგრძნება, სხვებს როგორ სჭირდები.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- ურთიერთგაგების და დახმარების ატმოსფეროა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა