სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლის ძალისხმევით იქმნება გონებრივად და ზნეობრივად სრულყოფილი თაობა“- თემურ ქარცივაძე, წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ოპტიმიზმი ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მდგომარეობა და ვიმედოვნოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- დაუშვებელია იყო არაპუნქტუალური, დაუდევარი, უყურადღებო. მხოლოდ მეცნიერების ზუსტი ცოდნა არ არის საკმარისი ამისათვის, საჭიროა იყო ჰუმანური, კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი და შრომისმოყვარე პედაგოგი. შეძლოს უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. აღზრდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მასწავლებლის ძალისხმევით იქმნება გონებრივად და ზნეობრივად სრულყოფილი თაობა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ბავშვისთვის სახალისო უნდა იყოს მასთან მუშაობის პროცესი. პედაგოგის ფუნქცია მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება, მნიშვნელოვანია მოსწავლისგან ინფორმაციის ამოღების პროცესი. მასწავლებელი ვალდებულია გაზარდოს ბაშვის აქტივობა. სწავლების პროცესი ნიშნავს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის გაცვლა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- იყავ ჰუმანური, კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი და შრომისმოყვარე პედაგოგი, რომელიც დაგეხმარება უდიდესი წვლილი შეიტანო მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. აღზრდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. მასწავლებლის ძალისხმევით იქმნება გონებრივად და ზნეობრივად სრულყოფილი თაობა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- განათლება, ნიჭიერებას არ ნიშნავს. ერუდიცია აღსაზრდელს მემკვიდრეობით არ გადაეცემა, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი ბავშვის განვითარებაში. ნებისმიერი ბავშვი არის ინდივიდუალური თავისი ხასიათითა და გონებრივი მონაცემებით.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ყოველდღიურობა მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გავხადოთ. შემოქმედებითობა მეხმარება, რომ ჩემი მასწავლებლური ცხოვრება საინტერესო იყოს და გაკვეთილებზე მე და ჩემი მოსწავლეები კი არ დავიღალოთ, პირიქით - ვისიამოვნოთ.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- კარგად ვაცნობიერებ, რომ სკოლაში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობასთან, მუდმივ განვითარებასთან, დაუღალავ შრომასთან, ხანდახან დაუფასებლობასთანაცაა დაკავშირებული და ამისთვის მზად უნდა ვიყო. სკოლისთვის მთავარი საყრდენი ბავშვებისა და საქმის სიყვარულია და სურვილი, სხვა ადამიანებზე იზრუნო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება