სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ დაიჯერო ყალბი ამბავი!“ - ჭვინთის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა
02-11-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული ჩატარდა, რომელსაც პედაგოგები და III-XII კლასების მოსწავლეების ჩათვლით აქტიურად შეუერთდნენ.

სასკოლო საზოგადოების სლოგანი - „არ დაიჯერო ყალბი ამბავი!“ გახლდათ.

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის:

  • საინფორმაციო შეხვედრა მედიაწიგნიერების ცნობიერების ამაღლების კუთხით - მომხსენებელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე;
  • განხორციელებული პროექტის - „ისწავლე, რათა ამოიცნო!“ წარდგენა და გამოცდილების გაზიარება - პრეზენტატორი ანა გოგოლაური;
  • შექმენი რეკლამა - III-V კლასის მოსწავლეები. მათ შექმნეს რეკლამები საკუთარი ინტერპრეტაციით, გაყიდეს წარმოსახვითი ნივთი და დაასკვნეს, რომ შესაძლებელია რეკლამა შეიცავდეს ყალბ ინფორმაციას, რათა უფრო მეტი მყიდველი ჰყავდეს წარმოდგენილ პროდუქტს;
  • „გახდი ჟურნალისტი“
  • „გამოიყენეთ ვიზუალური მასალა“;
  • „გაშეშებული კადრი“.
„ყველა აქტივობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და გაიაზრეს, რომ მანამდე, სანამ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ ან გაავრცელებენ დაფიქრდნენ, გადააფასონ, კრიტიკულად გაიაზრონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელონ საზოგადოებაში, რათა არ შეიყვანონ შეცდომაში ადამიანები.

მედიაწიგნიერების კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები და სკოლის დირექტორი. მათ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ვფიქრობთ, რომ სკოლაში მსგავსი ტიპის თემებზე საუბრები და აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას მისცემს საშუალებას კრიტიკულად შეაფასონ მიღებული ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას, კოლეგებს, კომუნიკაციების კომისიას მხარში დგომისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს! გთავაზობთ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველ ფოტო- მასალას. p.s კანონი - „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ დაცულია“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება