სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას ჩემი ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი მაძლევს“-ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი
02-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, იურა იაილოიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია? 

- პედაგოგობა ეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნაა, არამედ ის უდიდესი ცოდნა და უნარია, რომლის მოსწავლეებისთვის გადაცემა მათ რეალიზებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად ჩამოაყალიბებს.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...                            

- ჩემთვის ბავშვებთან კომუნიკაცია სრული ჰარმონიაა. ჩემი პროფესიის ყველაზე სასიამოვნო განცდაა და მთელს ძალას, ენერგიას დღის დასასწყისსა თუ დასასრულს მათ ვახმარ.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- თითოეული ჩემი კოლეგის რჩევა მახსოვს და მუდამ ვითვალისწინებ, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება და ემყარება.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- საგანმანათლებლო სფეროში მუშაობა მეტად საპასუხისმგებლო და დატვირთულია არა მხოლოდ მმართველი რგოლის წარმომადგენლის, არამედ თითოეული პედაგოგისთვისაც, თუმცაღა, ვფიქრობ სწორი, გონივრული, რაციონალური და ურთიერთთანამშრომლობითი მუშაობით რთული და დაუძლეველი არაფერია.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოტივაცია უპირველესად არის ჩემთვის ჩემი საქმე, პროფესიისადმი სიყვარული და ამ სიყვარულით მიდგომა საქმისადმი. და კიდევ, ერთ-ერთი უმთავრესი - ჩემი ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში ყველაფერი კარგადაა - სრულფასოვანი, შედეგიანი, ნაყოფიერი სასწავლო პროცესი და ჩემ მიერ პირნათლად შესრულებული საქმეა.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება